უკრაინული მედიის ცნობით, რუსულმა ძალებმა ხერსონში მიკროავტობუსზე დრონით იერიში მიიტანეს, დაიღუპა ერთი და დაშავდა ხუთი ადამიანი

20:09, 25.10.2026

რუსულმა ძალებმა ხერსონში მიკროავტობუსზე დრონით იერიში მიიტანეს. შემთხვევის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა ხუთი ადამიანი. ინფორმაციას უკრაინული მედია ხერსონის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, იაროსლავ შანკოზე დაყრდნობით ავრცელებს.

„დაახლოებით 15:11 საათზე რუსმა სამხედროებმა ცენტრალურ რაიონში მიკროავტობუსს დრონით შეუტიეს. დარტყმის დროს სატრანსპორტო საშუალებაში მგზავრები იმყოფებოდნენ“, – წერს იაროსლავ შანკოზი.

მედიის ცნობით, შემთხვევის შედეგად დაშავებული ექვსი პირი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მედიკოსებმა მამაკაცის გადარჩენა ვერ მოახერხეს.

მსგავსი