უკრაინის პასუხი ილონ მასკს
თავდაცვითი ტექნოლოგიების საკითხებში უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა SpaceX-ის დამფუძნებლის, ილონ მასკის განცხადებას უპასუხა, რომელშიც მან უკრაინელი სამხედროები კომერციული სატელიტური სისტემის „სტარლინკის“ გამოყენების პირობების დარღვევაში დაადანაშაულა. სერგეი ბესკრესტნოვის თქმით, ძალიან უცნაურია, რომ ილონ მასკმა არ იცის უკრაინაში „სტარლინკის“ მუშაობის შეზღუდვის შესახებ.
მანამდე კი SpaceX-ის დამფუძნებელმა განაცხადა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა „სტარლინკის“ მომსახურების პირობები დაარღვიეს და კომერციული სატელიტური სისტემა ადამიანების მოსაკლავად, თავდასხმითი დრონებით დარტყმებისთვის გამოიყენეს.