ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ისრაელი ირანისა და მისი მოკავშირეების მხრიდან არჩევნების ჩაშლის მცდელობას არ შეეგუება
ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელი ირანისა და მისი მოკავშირეების მხრიდან არჩევნების ჩაშლის მცდელობას არ შეეგუება. მისი თქმით, ისრაელის არმია მზად არის როგორც თავდაცვისთვის, ისე შეტევისთვის და ნებისმიერ თავდასხმას გადამწყვეტი ძალით უპასუხებს.
ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელის დაზვერვას აქვს ინფორმაცია, რომ ირანმა და მისმა მოკავშირეებმა, შესაძლოა, არჩევნების ჩაშლის მიზნით თავდასხმები სცადონ.
„ისრაელის არმია მზად არის როგორც თავდაცვისთვის, ისე შეტევისთვის. ჩვენი დაზვერვის მონაცემებით, ჩვენმა მტრებმა – ირანმა და მისმა მოკავშირეებმა – შესაძლოა, არჩევნების ჩაშლის მიზნით თავდასხმები სცადონ. მათ ვაფრთხილებ: ნუ გამოგვცდით. თქვენ მიიღებთ დარტყმებს, რომელთა მასშტაბიც ყოველგვარ წარმოდგენას გადააჭარბებს და რომლებიც გაცილებით ძლიერი იქნება, ვიდრე წარმოგიდგენიათ. ეს თქვენ წინააღმდეგ გადამწყვეტი დარტყმა იქნება. ნუ შეგვაფასებთ არასწორად და ნუ გამოგვცდით“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.
ცნობისთვის, ისრაელში საპარლამენტო არჩევნები 27 ოქტომბერს არის დაგეგმილი.