ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ციციშვილის სახელობის კლინიკაში ექვსი წლის პაციენტი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, „კოვიდ-19“-თან ერთად მას თანმხლები დაავადებებიც ჰქონდა.
დაიწყება თუ არა საქართველოში 12 წელს ზემოთ მოზარდების კოვიდვაქცინაცია. ეს იყო ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაზეც დღეს იმუნიზაციის საბჭომ იმსჯელა. სხდომა კონკრეტული გადაწყვეტილების გარეშე დასრულდა. სპეციალისტები აცხადებენ, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადაწყვეტილებას დაელოდებიან. მანამდე კი საბჭო სამომავლო ნაბიჯების დასაგეგმად არსებულ ეპიდვითარებას აკვირდება.
როგორია იმუნიზაციის საბჭოს წევრების პროგნოზები და გეგმები – მარიამ სეთურიძე გვეტყვის დეტალებს.