„ერთად სიცოცხლისთვის, ერთად უკრაინისთვის“ – ამ სახელწოდების საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, ჰუმანიტარულ ტვირთს ქალაქ ივანო-ფრანკოვსკში ტექნიკური უნივერსიტეტი და საქართველოს კულტურის პალატა ერთობლივად გააგზავნის. დახმარება ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის არის განკუთვნილი. გარდა ამისა, უნივერსიტეტის თეატრ-სტუდია „მოდი ნახე“ საქველმოქმედო სპექტაკლების ციკლს გააგრძელებს და შემოსული თანხა ასევე უკრაინელი ხალხის დახმარების ფონდში გადაირიცხება.