„ცხოვრება სისხლდენის გარეშე“ – ამ სახელწოდებით ჰემოფილიის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა. მიზანი ჰემოფილიის შესახებ ცნობიერების ამაღლება და მისი მართვის პრაქტიკის გაზიარებაა. სპეციალისტებმა ისაუბრეს კანქვეშა პროფილაქტიკური მკურნალობის პროგრამის შესახებ და მისი გაფართოების აუცილებლობას გაუსვეს ხაზი. ღონისძიების ფარგლებში მოეწყო პანელური დისკუსიაც. ცნობისთვის, ბოლო მონაცემებით, საქართველოში სისხლდენის პათოლოგიებით 629 პაციენტია დიაგნოსტირებული.