გულის მსოფლიო დღის ფარგლებში, საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების მერვე კონგრესი გაიმართა. ღონისძიებაზე სიტყვით ჯანდაცვის მინისტრი გამოვიდა. მისი განცხადებით, მსგავსი ტიპის ღონისძიებები სექტორის კიდევ უფრო განვითარებას უწყობს ხელს, რაც საბოლოოდ თითოეულ პაციენტზე დადებითად აისახება. კონგრესი საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების ორგანიზებით გაიმართა და მასში მონაწილეობა საქართველოს გულის ფონდმაც მიიღო.