გუდაური-კობის მონაკვეთისა და კალა-უშგულის მიმართულებით ავტოტრანსპორტის გადაადგილება შეზღუდულია

21:10, 13.01.2018

გუდაური-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების გამო  ყაზბეგისკენ მიმოსვლა შეზღუდულია. როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში  „მოამბეს“ განუცხადეს, ბოლო ინფორმაციით, ავტოტრანსპორტის გადაადგილება გუდაური-კობის მონაკვეთისა და კალა-უშგულის მიმართულებითაა შეზღუდული. მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება შეზღუდულია ნაქერალას უღელტეხილზეც.

სხვა მიმართულებებით  ავტოტრანსპორტის მიმართულება, ჯერჯერობით, ნარჩუნდება.  დეპარტამენტის ინფორმაციით, ადგილზე მონიტორინგისა თუ საზედამხედველო  სამსახური 24-საათიან მორიგეობას ახორციელებს.

მსგავსი