„ანაკლიას საფრთხეს მარტო პორტი კი არ უქმნის, ანაკლიის პროექტს მთლიანად საფრთხეს უქმნის ოკუპაცია“. სუს-ის ხელმძღვანელმა კომენტარი გააკეთა ოჩამჩირის რაიონში რუსეთის საზღვაო ძალების ახალი მუდმივი ბაზის საკითხზეც. გრიგოლ ლილუაშვილის თქმით, ოჩამჩირის სამხედრო პორტის ინფრასტრუქტურა ვერ უზრუნველყოფს მსხვილი ხომალდების მიღებას, სულ მცირე სამი წელი დასჭირდება, რათა ამ კონდიციამდე მივიდეს. მისივე თქმით, ე.წ. ოჩამჩირის პორტის ინფრასტრუქტურა 2009 წლიდან 2011 წლამდე პერიოდში შეიქმნა.