გრიგოლ გუგეშაშვილის მკვლელობისთვის დაკავებულ პირს ბრალს დღეს წარუდგენენ

დოდო გუგეშაშვილის შვილის მკვლელობისთვის დაკავებულ პირს ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ. აღკვეთის ღონისძიებაზე კი სასამართლო, სავარაუდოდ, ხვალ იმსჯელებს. სამართალდამცველებმა 45 წლის მამაკაცი გუშინ გამთენიისას აიყვანეს.

შეგახსენებთ, რომ დოდო გუგეშაშვილის ოჯახზე შეიარაღებული თავდასხმა 2018 წლის 7 თებერვალს დიღომში, მის საცხოვრებელ სახლში მოხდა. თავდასხმის შედეგად დაიჭრა თავად დოდო გუგეშაშვილი, მისი 33 წლის ვაჟი გრიგოლ გუგეშაშვილი კი ადგილზე გარდაიცვალა.