გომბორის უღელტეხილზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია

გომბორის უღელტეხილზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია. მათი უმრავლესობა მკურნალობას დედაქალაქის სხვადასხვა კლინიკასა და თელავის რეფერალურ საავადმყოფოში განაგრძობს.

რვა პაციენტი რჩება თელავში. მათგან ერთი არასრულწლოვანი გოგონაა, რომელსაც გუშინ სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. თბილისში კი დაშავებულები იაშვილისა და ღუდუშაურის სახელობის კლინიკებში განაგრძობენ მკურნალობას.