4 დაღუპული და 21 დაშავებული - ტრაგედია გომბორის უღელტეხილზე

ტრაგედია გომბორის უღელტეხილზე. სამარშრუტო ტაქსი, რომელსაც სკოლის მოსწავლეები ექსკურსიაზე მიჰყავდა, ხევში გადავარდა. მომხდარს ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ერთი მოსწავლე. მძღოლი, რომელიც საჭეს მართავდა, დააკავეს.

დაშავებულები თელავისა და თბილისის კლინიკებში მკურნალობენ. თელავში დილიდან იმყოფება ნათია ქენქაძე – როგორია დაშავებულების მდგომარეობა?