საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრებისა და „ინდიანა პეისერსის“ ცენტრი თბილისშია. გოგა ბითაძე, რომელიც მომავალი სეზონიდან ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) იასპარეზებს, თბილისში ოჯახური პირობების გამო რამდენიმე დღით ჩამოვიდა.
დღეს ზაზა ფაჩულია გოგა ბითაძესთან და სლოვენიელ კალათბურთელ ბოიან ნახბართან ერთად აკადემიის აღსაზრდელებს შეხვდა.