საქართველო-ბულგარეთი პირველ არხზე

„ევრობასკეტი 2022“-ზე საქართველოს ნაკრები ჯგუფის გადამწყვეტ მატჩებს იწყებს. თბილისში მიმდინარე ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე ორი ტურით ადრე, მერვედფინალში გასვლის შანსს ყველა გუნდი ინარჩუნებს. საქართველოს ნაკრები, თურქეთთან პრინციპული გამარჯვების შემდეგ, დღეს ბულგარეთთან მატჩში მოედანზე ფავორიტის რანგში გავა.

ნიკა ბერაძე ჩაგვერთვება ახლა „თბილისი არენადან“, სადაც 21:00 საათზე საქართველოს ნაკრების უმნიშვნელოვანესი მატჩი დაიწყება – რა მდგომარეობაა გუნდში, გოგა ბითაძე ტრავმის შემდეგ სათამაშოდ მზადაა?