„ევრობასკეტი 2022“

პირველი ოვერტაიმი „ევრობასკეტზე“ – საქართველოს ნაკრები ბელგიასთან ანგარიშით, 76-79 დამარცხდა. გოგა ბითაძემ შეხვედრა ტრავმით დაასრულა. მატჩი საკმაოდ დაძაბული აღმოჩნდა. თამაში ახალ სპორტის სასახლეში გაიმართა.

მომდევნო შეხვედრას საქართველოს ეროვნული ნაკრები ხვალ მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ ესპანეთთან გამართავს, შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება და მას საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.