გიორგი შაქარაშვილის საქმის ექვსი არასრულწლოვანი ფიგურანტი პატიმრობაში რჩება - დაკავებულთა ადვოკატები გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და პროკურატურას „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ დარღვევაში ადანაშაულებენ
შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა – გიორგი შაქარაშვილის საქმის ექვსი არასრულწლოვანი ფიგურანტი პატიმრობაში დატოვეს. გადაწყვეტილებას მწვავე რეაქციები მოჰყვა დაკავებულთა ახლობლებისა და ადვოკატების მხრიდან, რომლებიც პროკურატურას არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის დარღვევაში ადანაშაულებენ.
ექვსი არასრულწლოვნიდან განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში ის ორი ახალგაზრდა იყო, რომლებიც საბედისწერო ღამეს არაგვის ხიდზე მომხდარი თავდასხმის დროს „ტოიოტა ქამრიში“ იჯდა. ექსპერტიზის დასკვნასა და მთავარი მოწმეების ჩვენებებზე დაყრდნობით გარდაცვლილი ფეხბურთელის ოჯახი მათი განზრახ მკვლელობის მუხლით გასამართლებას მოითხოვს.