გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროში მოწმეების გამოკითხვა გრძელდება. ამ წუთებში მიმდინარეობს უწყებაში ანი გაბეჩავას გამოკითხვა. სწორედ მისი დაბადების დღის შემდეგ მომხდარი ინციდენტისას დაიკარგა გიორგი შაქარაშვილი.
სამინისტროსთან იმყოფება „მოამბის“ ჟურნალისტი ხათუნა გაგნიძე, რომელიც დეტალებით პირდაპირ ეთერში გვიერთდება – მოახერხე თუ არა გასაუბრება ანი გაბეჩავასთან და ადვოკატთან და დღეს კიდევ ვისი გამოკითხვა იგეგმება.