უკვე სამი საათია, მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ერთ-ერთი მთავარი მოწმის, წვეულების მასპინძლის, ანა გაბეჩავას დაკითხვა მიმდინარეობს. დღეს სხდომაზე დაგეგმილია შვიდი მოწმის დაკითხვა, მათ შორის 18 ივნისის წვეულების სხვა მონაწილეების და გამომძიებლების.
მცხეთის სასამართლოდან ბოლო ინფორმაციას გიორგი კობერიძე მოგვაწვდის – რა მოლოდინი აქვთ მხარეებს დღევანდელი სხდომისგან?