რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე – გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 11 პირის მიმართ, აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე მსჯელობენ. ბრალდებულების ადვოკატები გირაოს შუამდგომლობას აყენებენ, დაზარალებული მხარე კი ითხოვს, რომ აღკვეთი ღონისძიება – პატიმრობა კვლავ ძალაში დარჩეს და „ტოიოტას“ მარკის ავტომობილში მსხდომ პირებს ბრალდება განზრახ მკვლელობის მუხლით წარედგინოთ. არასრულწლოვნების საქმე ცალკე წარმოებად არის გამოყოფილი.
გიორგი კობერიძე დეტალებით.