მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე განზრახ მკვლელობის ეპიზოდის განხილვა გრძელდება. სხდომაზე უკვე თითქმის შვიდი საათი გრძელდება საქმის ერთ-ერთ მთავარი მოწმის, ვახტანგ ახვლედიანის გამოკითხვა.
მისი უფლებადამცველის განცხადებით, ახვლედიანი სასამართლოს აწვდის მისთვის ცნობილ ინფორმაციას, რაც არაერთხელ აქვს გაჟღერებული. ბრალდების მხარის განმარტებით, მოწმე ისაუბრებს არაგვის ხიდდთან განვითარებულ მოვლენებზე. დაცვის მხარე ახვლედიანისგან არსებით ინფორმაციას არ ელოდება. დღევანდელ პროცესზე ასევე უნდა დაიკითხოს ორი სამედიცინო ექსპერტი.