გიორგი მარგველაშვილი – იმედს გამოვთქვამ, გამოძიება უსწრაფეს დროში დაადგენს ხანძრის გამომწვევ მიზეზებს

10:01, 25.11.2017

ბათუმში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილები გაავრცელეს პრეზიდენტმა, პარლამენტის თავმჯდომარემ და თბილისის მერმა. გიორგი მარგველაშვილის განცხადებაში ვკითხულობთ: ,,შეძრწუნებული ვარ ბათუმში დატრიალებული ტრაგედიის გამო, რომელსაც ადამიანების სიცოცხლე შეეწირა.

მთელი გულით ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და ახლობლებს. ხანძრის დროს დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა მეხანძრე-მაშველებს, ყველას, ვინც უდიდესი რისკის ფასად, ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა შეძლო. იმედს გამოვთქვამ, გამოძიება უსწრაფეს დროში დაადგენს ხანძრის გამომწვევ მიზეზებს, – წერს გიორგი მარგველაშვილი.

 

მსგავსი