გიორგი გახარია კონტრაქციის მონაწილეებს შეხვდა

სირცხვილი – ასეთი შეძახილებით შეხვდნენ შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი გახარიას კონტრაქციის მონაწილეები.

კონტრაქციის მონაწილეებთან შესახვედრად, გიორგი გახარიასთან ერთად დედაქალაქის მერი კახა კალაძე იმყოფებოდა.

გიორგი გახარიამ მანამდე შეხვედრა გამართა „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ აქციის მონაწილეებთან, რომელთაც ბოდიში მოუხადა და ასევე მოუწოდა, თავადაც მოიხადონ ბოდიში იმ პოლიციელების მიმართ, რომელთაც შეურაცხყოფა მიაყენეს.