რუსთაველის გამზირზე „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ აქცია დაიშალა
რუსთაველის გამზირზე „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ აქცია დაიშალა

რუსთაველის გამზირზე „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ აქცია დაიშალა.

ასეთი გადაწყვეტილება აქციის მონაწილეებმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას მიმართვის შემდეგ მიიღეს, რომელმაც მათ ბოდიში მოუხადა.

როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, ისინი მოლაპარაკებების რეჟიმზე გადადიან და ერთი კვირით წყვეტენ აქციებს.

მომდევნო აქცია „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ ლიდერებმა შაბათისთვის დააანონსეს.