გიორგი გაბედავას განცხადებით, 17 მაისს საპატრულო პოლიციამ უკანონოდ დააკავა

აქტივისტი გიორგი გაბედავა აცხადებს, რომ 17 მაისს საპატრულო პოლიციამ უკანონოდ დააკავა. როგორც გაბედავა ამბობს, რუსთაველის გამზირზე სამართალდამცველებმა მას დაკავების მიზეზი არ განუმარტეს. გაბედავამ ჟურნალისტებს ვიდეომასალაც გადასცა, რომელიც, მისი თქმით, დაკავების დროს გადაიღო. გაბედავა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიების ჩატარებას მოითხოვს.