„თეთრი ხმაურის მოძრაობის“ კონტრაქციაზე დაკავებულთა სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება
„თეთრი ხმაურის მოძრაობის“ კონტრაქციაზე დაკავებულთა სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

„თეთრი ხმაურის მოძრაობის“ კონტრაქციაზე დაკავებულთა სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. 13 მაისს დაკავებულები მეორე დღეს ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

გამოძიება მათ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლებით ედავება, რაც წვრილმან ხულიგნობას, ასევე სამართალდამცველთა მიმართ წინააღმდეგობის გაწევას და დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

როგორც დაკავებულები აცხადებენ, თუ მოსამართლე მათ დააჯარიმებს, ჯარიმას არ გადაიხდიან, რადგან მიიჩნევენ, რომ მათი დაკავება უსამართლოდ მოხდა.

სასამართლო პროცესს ელოდება გიორგი გაბედავაც.