გიორგი გაბედავა აცხადებს, რომ 17 მაისს უკანონოდ დააკავეს

აქტივისტი გიორგი გაბედავა აცხადებს, რომ 17 მაისს საპატრულო პოლიციამ უკანონოდ დააკავა. როგორც გაბედავა ამბობს, რუსთაველის გამზირზე სამართალდამცველებმა მას დაკავების მიზეზი არ განუმარტეს.

გიორგი გაბედავამ ჟურნალისტებს გადასცა ვიდეომასალა, რომელიც დაკავების დროს გადაიღო.

გაბედავა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიების ჩატარებას ითხოვს.

„ვიდეო ეხება 17 მაისს ჩემს უკანონო დაკავებას. სახლში მივდიოდი მანქანით, როდესც პატრულმა გამაჩერა სრულიად უსაფუძვლოდ და მოხდა ჩემი დაკავება. მანქანაში როცა ჩავჯექი ტელეფონი გამათიშიეს. ოთხი საათის განმავლობაში ვითხოვდი ადვოკატს და სახალხო დამცველს, ბოლოს გამოსავალი ვიპოვე, ჩუმად ჩავრთე ტელეფონი და „ფეისბუქზე“ ლაივ გავუშვი. ეს იყო გატაცება. შევიტანე გენერალურ ინსპექციაში საჩივარი, მაგრამ ჯერ რეაგირება არ ყოფილა“,- განაცხადა გიორგი გაბედავამ.