გიორგი ჭანტურია და მისი და განმეორებით დაკითხვაზე დაიბარეს - რა კითხვები აქვთ სამართალდამცველებს

განმეორებითი ჩხრეკის შემდეგ, გიორგი ჭანტურია და მისი და განმეორებით დაკითხვაზე დაიბარეს. ქვემო ქართლის პოლიციის სამხარეო დეპარტამენტში, ისინი დაახლოებით ნახევარი საათის წინ მივიდნენ. რა შეკითხვები აქვთ მათთან სამართალდამცველებს და რატომ ჩაინიშნა დამატებითი გამოკითხვა, ჯერჯერობით, უცნობია.

ადვოკატის ინფორმაციით, გამოძიება ჩიხშია შესული. უფლებადამცველი ამბობს, რომ საქმეში საეჭვო გარემოებები იკვეთება. კობაიძე აცხადებს, რომ დაცვის მხარე გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის მზად არის.

თემაზე დილიდან მუშაობს რუსუდან ლოლაძე, ის ამ წუთებშიც რუსთავში, გიორგი ჭანტურიას სახლთან იმყოფება – ექვსის ნახევარზე იყვნენ დაბარებულები გამოკითხვაზე, გიორგი ჭანტურია და მისი და, ხომ არ წასულან უკვე ისინი უკვე პოლიციის განყოფილებაში?