ტრადიციად ქცეული ფესტივალი – ეროვნული სიმფონიური ორკესტრი გია ყანჩელისადმი მიძღვნილი დასკვნითი კონცერტისთვის ემზადება. ფესტივალის ბოლო ღონისძიება 12 აგვისტოს ბათუმში გაიმართება. ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად, ხელოვნებისა და მუსიკის ცენტრში დიდი კომპოზიტორის ნაწარმოებებს უკრაინიდან დევნილი მუსიკოსებიც შეასრულებენ.
ფესტივალის ორგანიზატორები მსმენელს ყანჩელის სხვადასხვა ჟანრის კომპოზიციებს შესთავაზებენ. მანამდე 10 აგვისტოს კომპოზიტორის დაბადების დღეზე დაგეგმილია გია ყანჩელის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის პრემიერა.