ბათუმში გია ყანჩელის იუბილესადმი მიძღვნილი ფესტივალი გაიხსნა. პირველ კონცერტში მონაწილეობა ახალი თაობის შემსრულებლებმა მიიღეს. ფესტივალის ფარგლებში, ბათუმში კიდევ ოთხი კონცერტი გაიმართება და მას 12 აგვისტოს ბათუმის მუსიკალურ ცენტრში 12 წლის ქართველი პიანისტი ცოტნე ზედგენიძე დახურავს. ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრს ნიკოლოზ რაჭველი უდირიჟორებს. ამავე საღამოს სპეციალური მოწვევით მაყურებლის წინაშე უკრაინელი მუსიკოსებიც წარდგებიან.
გია ყანჩელს 10 აგვისტოს 87 წელი შეუსრულდებოდა.