ღვინის მწარმოებელი 14 ქართული კომპანია სეულში ღვინისა და სპირტიანი სასმელების საერთაშორისო გამოფენაზე წარდგა. გამოფენის ფარგლებში, ღვინის ქართველ მწარმოებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, საკუთარი პროდუქცია ღვინის ადგილობრივი პროფესიონალებისთვის შეეთავაზებინათ. კორეის რესპუბლიკა, ჩინეთთან და იაპონიასთან ერთად, აზიის რეგიონში ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს. აზიის რეგიონში ეს ალკოჰოლური სასმელების სფეროსთან დაკავშირებული ერთ-ერთი უდიდესი ყოველწლიური ღონისძიებაა. ქართული კომპანიები გამოფენაზე კორეაში საქართველოს საელჩოსა და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით წარდგნენ.