ღვინის ფესტივალი გურიაში

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხიდისთავში გურული ღვინის ფესტივალი გაიმართა. ფესტივალზე წარმოდგენილი იყო გურული მარნებისა და სხვადასხვა კომპანიის პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, შესრულდა ქორეოგრაფიული ნომრები და ჭურის მოხდის ცერემონიალი. ფესტივალის მიზანი გურული ენდემური ჯიშებისგან წარმოებული ღვინის პოპულარიზაციაა.