ღამის კლუბების გადაწყვეტილება

კორონავირუსის ახალი ტალღის გამო, ღამის კლუბების მფლობელები დაწესებულებებს საკუთარი ინიციატივით კეტავენ. ინფორმაცია ობიექტების ადმინისტრატორებმა სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელეს. ბოლო საკლუბო საღამო გაიმართა გუშინ კლუბში „ხიდი“, კლუბის წარმომადგენლების თქმით, ვიდრე ქვეყანაში ეპიდემიური ვითარება არ გაუმჯობესდება, ისინი მუშაობას არ განაახლებენ. ანალოგიური პოზიცია აქვთ კლუბში „ბასიანი“, სადაც ბოლო საკლუბო წვეულება დღეს ღამე ჩატარდება.

შეგახსნებთ, კლუბები ბოლო ორი წლის განმავლობაში სულ რამდენჯერმე გაიხსნა და ისიც საახალწლო დღეებში.