გასაუბრება იუსტიციის საბჭოს წევრობის კანდიდატებთან

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრობის კანდიდატებთან გასაუბრება გრძელდება. პარლამენტში ამ წუთებში დეპუტატების კითხვებს სულხან სალაძე პასუხობს. მანამდე კანონმდებლების წინაშე ნოდარ პაპუკაშვილი წარდგა.

დღეს სულ რვა კანდიდატს მოუსმენენ. რის შემდეგაც პროცესი დასრულდება და საბჭოს წევრის ასარჩევად კონსულტაციები დაიწყება. იმისთვის, რომ პარლამენტმა კანდიდატი დაამტკიცოს, 90 ხმა არის საჭირო.

ხატია ჯამალაშვილი დეტალებით.