გასაუბრება გენერალური პროკურორობის კანდიდატებთან

საპროკურორო საბჭოს შეკითხვებს დღეს გენერალური პროკურორობის კიდევ ორი კანდიდატი დავით ზირაქაშვილი და ვალერიან ვაჭარაძე უპასუხებს. ამ უწყებაში გასაუბრება ვაჭარაძესთან მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ საბჭო სულ 16 მსურველის საკითხს განიხილავს. მათგან ერთ-ერთი კი ყოფილი გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძეა. შერჩევის პროცედურა კი ასეთია – ფარული კენჭისყრით ჯერ სამი კანდიდატი შეირჩევა, შემდეგ კი საკანონმდებლო ორგანოს, დასამტკიცებლად ერთი მათგანი წარედგინება. პარლამენტი ახალ პროკურორს ხმათა უმრავლესობით ირჩევს. საპროკურორო საბჭოში გასაუბრების მიმდინარე პროცესს უნდობლობას უცხადებს ოპოზიცია.