გართულებული ეპიდემიური ვითარება საქართველოში

ისევ მზარდია კორონავირუსით ინფიცირებისა და გარდაცვალების ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობა. გასულ დღე-ღამეში 50 პაციენტი გარდაიცვალა, გამოვლინდა 5 579 ახალი შემთხვევა. ყველაზე რთული მდგომარეობა თბილისშია, მას მოჰყვება აჭარა და იმერეთი.

არსებული ეპიდემიური ვითარების გამო, დღეიდან ქვეყანაში შეზღუდვები ამოქმედდა, ეპიდემიოლოგები მოსახლეობას აცრისკენ და რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდებენ.

თამარ ნადარეიშვილი გვიერთდება დეტალებით პირდაპირ ეთერში.