გარდაცვლილი ფეხბურთელის ოჯახის პოზიცია

კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამა გამოკითხვაზე იმყოფება. მისი განცხადებით, გამოძიებას გადასცემს ფოტო და აუდიომასალას, რომელიც მისი შვილის სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში ჯანმრთელობის მდგომარეობას ასახავს.

საქმის ადვოკატის განცხადებით, გამოძიებისთვის წარდგენილი მტკიცებულებები საკმარისია იმისთვის, რომ კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს. მისი თქმით, ვახო ჩარკვიანის გარდაცვალება პირდაპირ კავშირშია უყურადღებობასთან და არაეფექტიან მკურნალობასთან.