პარტია „ლელოში“ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო სექტორის კლინიკაში გადაყვანის აუცილებლობაზე საუბრობენ. ოპოზიციური პოლიტიკური მოძრაობის წევრებმა ბრიფინგი გამართეს. მათი განცხადებით, მსჯავრდებულის მდგომარეობა კრიტიკულია და შესაძლოა, განვითარდეს ყველაზე ნეგატიური შედეგი. მათი შეფასებით, სასჯელაღსრულების სამკურნალო დაწესებულების ექიმების კომპეტენცია ვერ აკმაყოფილებს მიხეილ სააკაშვილისთვის გასაწევი სამედიცინო პროცედურების მოთხოვნებს. პარტია „ლელოს“ წევრები ხელისუფლებას მოქმედებისკენ მოუწოდებენ.