განათლების მინისტრის მოადგილემ ბაგა-ბაღებში გადასახადის შესაძლო დაწესებასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა

ბაგა-ბაღებში გადასახადის შესაძლო დაწესებასთან დაკავშირებით, განათლების მინისტრის მოადგილემ დამატებითი განმარტება გააკეთა. მისი თქმით, ინიციატივის ამოქმედების შემთხვევაში, განათლების სამინისტრო მიდგომას არ შეცვლის და დაკისრებულ ვალდებულებებს, როგორც ფინანსურ ასევე, აღზრდის ნაწილში, სრულყოფილად განახორციელებს.

საჯარო ბაღებში, მაღალი შემოსავლის მქონე მოსახლეობისთვის გადასახადის დაწესების შესახებ, პრემიერმა რამდენიმე დღის წინ ისაუბრა. მიზეზად კი მზარდი მოთხოვნა,  შენობების სიმცირე და მუნიციპალიტეტებისთვის გაზრდილი ხარჯები დაასახელა.