განზრახ მკვლელობის ბრალდებით 23 წლის მამაკაცია დაკავებული. გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 3 თებერვალს, ბრალდებულმა მის ნაცნობ მამაკაცს, ცხვარიჭამიაში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკებისას, გულმკერდის არეში ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა და მიიმალა. მამაკაცი ადგილზევე გარდაიცვალა. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. მას 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.