მკვლელობა დიდ დიღომში

დიდ დიღომში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმე გახსნილია. შსს-მ განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2002 წელს დაბადებული უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა თბილისში, ნაქირავებ ბინაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, საქართველოს მოქალაქეს სხეულზე ფიზიკური დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც ქალი ადგილზე გარდაიცვალა. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.