ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისთვის სამართალდამცველებმა 36 წლის მამაკაცი დააკავეს. ის წარსულში მრავალჯერ ნასამართლევია.
მის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო პისტოლეტები, ორი მჭიდი და 16 საბრძოლო ვაზნა. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს, 3-დან 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.