საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს სხდომაში მონაწილეობს. ღონისძიებას ესწრებიან გაერო-ს ტურიზმის ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ტურიზმის მინისტრები და სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები, საბჭოს სხდომის ფარგლებში ტარდება თემატური სადისკუსიო პანელები, სადაც ორგანიზაციის შემდგომი საქმიანობა განიხილება. მსჯელობენ ტურიზმის ინდუსტრიაში მიმდინარე ტრენდებზე.