რესპუბლიკური საავადმყოფოს არსებული შენობის დემონტაჟი, ახლის აშენებამდე არ მოხდება – ამ გადაწყვეტილებით დასრულდა მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვედრა, რომელშიც პრემიერ-მინისტრი, ჯანდაცვის მინისტრი და კლინიკის თანამშრომლები მონაწილეობდნენ.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, სამედიცინო დაწესებულებაში მიმდინარე რეორგანიზაცია შეწყდება და შემუშავდება ახალი პროექტი, რომლის მიხედვითაც ახალი შენობა კლინიკის უკანა ტერიტორიაზე განთავსდება, მანამდე კი მედპერსონალი მუშაობის გაგრძელებას უწყვეტად, ისევ ძველ შენობაში შეძლებს.
თამუნა ნადარეიშვილი დაესწრო პრემიერ-მინისტრის პრესკონფერენციას და თემაზე უფრო ვრცლად ის ისაუბრებს.