ფულის გათეთრების ტრანსნაციონალური დანაშაული
საქართველოს პროკურატურამ ფულის გათეთრების ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა. უწყების ცნობით, სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია უცხო ქვეყნის მოქალაქისა და იურიდიული პირის მიმართ. უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება ჯგუფურად ჩადენილი, განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაუსწრებლად წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდებული იურიდიული პირის მეშვეობით ჩადენილი ქმედება, ისჯება ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით და ჯარიმით.