„ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისებზე ხელმისაწვდომობა და არსებული გამოწვევები“ – ამ თემებზე სამუშაო ჯგუფის ფორმატში ჯანდაცვის კომიტეტზე მსჯელობენ. ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებმა ამ მიმართულებით გამოვლენილ პრობლემებს ხაზი გაუსვეს და მათი გადაჭრის გზებზე გაამახვილეს ყურადღება.