ფსიქიკური ჯანდაცვის სერვისები არასრულწლოვანი ბენეფიციარებისთვის

არასრულწლოვანი ბენეფიციარებისთვის ფსიქიკური ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობა იზრდება. შესაბამისი მემორანდუმი დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოსა და ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრს შორის გაფორმდა. მხარეები ხელს შეუწყობენ ფსიქიკური ჯანდაცვის სერვისის დროულ ხელმისაწვდომობას, ცნობიერების ამაღლებასა და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ერთმანეთს გამოცდილებას გაუზიარებენ. გარდა ამისა, ბენეფიციარის ოჯახის წევრები მომზადებას გაივლიან ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებზე.