ფრენები ვენა-თბილისი-ვენის მიმართულებით

„ავსტრიის ავიახაზები“ 2024 წლის მაისიდან საქართველოში ფრენებს იწყებს. ამით როგორც აღნიშნული ავიაკომპანიის, ისე მთლიანად „ლუფტჰანზას“ ჯგუფის ხელმძღვანელობასთან ერთწლიანი ინტენსიური მოლაპარაკება წარმატებით დასრულდა. ავიაკომპანია „ავსტრიის ავიახაზები“ ვენა-თბილისი-ვენის რეისის შესრულებას 2024 წლის მაისიდან დაიწყებს.

საქართველოს ავიაბაზარზე მისი შემოსვლის შესახებ მოლაპარაკებებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ახორციელებდა. „ავსტრიის ავიახაზები“ „ლუფტჰანზას“ ჯგუფის მესამე ავიაკომპანია იქნება, რომელიც საქართველოში საქმიანობას დაიწყებს.