ფოთში, ხიდის მოაჯირიდან მდინარე რიონში გადავარდნილ 16 წლის მოზარდს ამ დრომდე ეძებენ. სამძებრო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. შექმნილია სპეციალური შტაბი, რომელშიც ჩართულია ყველა შესაბამისი უწყება.
სამძებრო-სამაშველო ღონისძიებაში 20- ზე მეტი მაშველი და მყვინთავი მონაწილეობს, ადგილზე მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სპეციალური კატერი, რომელიც წყლის ქვეშ სპეციალური აპარატით აწარმოებს სამძებრო ღონისძიებებს.