ფოთში, ხიდიდან მდინარე რიონში გადავარდნილ მოზარდს ამ დრომდე ეძებენ

13:23, 30.01.2019

ფოთში, ხიდის მოაჯირიდან მდინარე რიონში გადავარდნილ 16 წლის მოზარდს ამ დრომდე ეძებენ. სამძებრო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. შექმნილია სპეციალური შტაბი, რომელშიც ჩართულია ყველა შესაბამისი უწყება.

სამძებრო-სამაშველო ღონისძიებაში 20- ზე მეტი მაშველი და მყვინთავი მონაწილეობს, ადგილზე მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სპეციალური კატერი, რომელიც წყლის ქვეშ სპეციალური აპარატით აწარმოებს სამძებრო ღონისძიებებს.

 

მსგავსი