ხმაური იყო ბათუმში – კინოთეატრ „აპოლოსთან“, სადაც პოლიციამ სამი პირი აიყვანა. დაკავება ადმინისტრაციული კოდექსის 2 მუხლით განხორციელდა, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. დაკავებულები აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოში გადაიყვანეს.
აქციის მონაწილეთა ნაწილი ამტკიცებს, რომ დაკავებულები მათთან ერთად არ იმყოფებოდნენ. თუმცა, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა საქართველოს პირველ არხთან დაადასტურა, რომ დაკავება ნამდვილად იმ ტერიტორიაზე მოხდა, სადაც აქცია მიმდინარეობდა.
კინოთეატრს, სადაც ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ საპრემიერო ჩვენება მიმდინარეობდა, აქციის მონაწილეებმა კვერცხები დაუშინეს. შენობის მიმართულებით პერიოდულად ისროდნენ პიროტექნიკასაც.